დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრმა კონფერენციას უმასპინძლა
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ორთოპედია-ტრავმატოლოგიის აქტუალურ საკითხებს დაეთმო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა საქართველოს სხვადასხვა წამყვანი კლინიკიდან.
კონფერენციის ფარგლებში მოწვეულმა სპიკერებმა კოლეგებს გაუზიარეს უმნიშვნელოვანესი კლინიკური შემთხვევების ანალიზი და განიხილეს მკურნალობის თანამედროვე, ინოვაციური მეთოდები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები:
ბარძაყის თავის ავასკულური ნეკროზის მართვა (კლინიკური შემთხვევის განხილვა) – ნიკოლოზ ხუნჯგურუა;
რადიოიზოტოპური SPECT/CT კვლევის როლი პროტეზის სტაბილურობის შეფასებაში – გიორგი კვარაცხელია;
ტაბუხის ფოსოს 3D რეკონსტრუქცია (კლინიკური შემთხვევის განხილვა) – კახაბერ არონია;
ბარძაყის ოსტეოსინთეზი ინტრამედულარული ღეროს გამოყენებით: გართულება და მართვა (კლინიკური შემთხვევის განხილვა) – გიორგი გოგიტიძე;
მოტეხილობასთან ასოცირებული ინფექციების შედეგების მკურნალობა MASQUELET ტექნიკით (კლინიკური შემთხვევის განხილვა) – მიხეილი ლოლაძე;
ACL-ს (წინა ჯვარედინი იოგის) დაზიანების არაქირურგიული მკურნალობა CROSS BRACING პროტოკოლის მიხედვით – მერაბ ვარძუკაშვილი;
განგლიონური ცისტის რეზექცია ართროსკოპიულად (კლინიკური შემთხვევების განხილვა) – დავით ზაქრაძე.
გამოცდილების უწყვეტი გაზიარება ქართულ სამედიცინო საზოგადოებას საშუალებას აძლევს, მუდმივად აუწყოს ფეხი მსოფლიო მედიცინის თანამედროვე ტენდენციებს და პაციენტებს მკურნალობის ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და ინოვაციური გზები შესთავაზოს.
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს და სპიკერს საინტერესო, ნაყოფიერი და პროდუქტიული მუშაობისთვის.