ენდოკრინოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც ენდოკრინული სისტემის – ჰორმონების გამომმუშავებელი ჯირკვლებისა და მათთან დაკავშირებული დარღვევების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას მოიცავს. ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის ზრდის, განვითარების, ნივთიერებათა ცვლის, რეპროდუქციული ფუნქციის, ენერგიის ბალანსისა და ფსიქოემოციური მდგომარეობის რეგულირებაში. სწორედ ამიტომ, ენდოკრინული სისტემის დარღვევებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ ჯანმრთელობაზე.
ჩვენს ცენტრში ტარდება ენდოკრინული დაავადებების კომპლექსური დიაგნოსტიკა და მართვა თანამედროვე კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე. პაციენტებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას, რაც დაავადების ზუსტ შეფასებასა და ეფექტური მკურნალობის გეგმის შემუშავებას უზრუნველყოფს.
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, თირეოიდიტი, კვანძოვანი წარმონაქმნები და სხვა პათოლოგიები);
- შაქრიანი და უშაქრო დიაბეტის დიაგნოსტიკა, მართვა და გრძელვადიანი მონიტორინგი;
- მეტაბოლური დარღვევების, ჭარბი წონისა და სიმსუქნის შეფასება და მართვა;
- ზრდისა და განვითარების პროცესთან დაკავშირებული პრობლემების შეფასება, მათ შორის სიმაღლეში ზრდის შეფერხება;
- სქესობრივი მომწიფების დარღვევების დიაგნოსტიკა და მართვა;
- რეპროდუქციული ჰორმონების დისბალანსთან დაკავშირებული მდგომარეობების შეფასება;
- ჰორმონული დარღვევებით გამოწვეული მენტალური, ემოციური და ქცევითი ცვლილებების შეფასება;
- კონცენტრაციის, მეხსიერებისა და სწავლის უნარის დაქვეითებასთან დაკავშირებული ენდოკრინული ფაქტორების კვლევა;
- სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და შემდგომი მეთვალყურეობა.
დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობები:
ცენტრში ხელმისაწვდომია სრული ინსტრუმენტული და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, მათ შორის ბიოფსიური კვლევები, რაც დაავადებების ზუსტი შეფასებისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. საჭიროების შემთხვევაში ტარდება ენდოკრინული ქირურგიული ჩარევები და უზრუნველყოფილია პაციენტის პოსტოპერაციული მეთვალყურეობა და რეაბილიტაცია.
ქირურგიული მომსახურება:
- სრული თიროიდექტომია;
- ფარისებრი ჯირკვლის ცალმხრივი ლობექტომია;
- სრული თიროიდექტომია კისრის ლიმფური კვანძების ერთბლოკიანი ამოკვეთით;
- კისრის ლიმფური კვანძების გაშლილი დამზოგველი ამოკვეთა.
ჩვენი მიზანია ენდოკრინული სისტემის დაავადებების დროული გამოვლენა, მათი ეფექტური მართვა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო მეთოდების გამოყენებით.