რა არის BTL EMSELLA?
BTL EMSELLA არის არაინვაზიური აპარატული მეთოდი, რომელიც მენჯის ფსკერის კუნთების ინტენსიურ სტიმულაციასა და გაძლიერებას ემსახურება. პროცედურის დროს პაციენტი სპეციალურ სავარძელზე კომფორტულად ზის და ტანსაცმლის გახდის გარეშე იტარებს მკურნალობას.
BTL EMSELLA სპეციალურად შექმნილი სავარძლის ფორმის მოწყობილობაა, რომელიც იყენებს HIFEM® (High-Intensity Focused Electromagnetic) ტექნოლოგიას მენჯის ფსკერის კუნთების სტიმულაციისთვის.
მენჯის ფსკერის კუნთები მნიშვნელოვან როლს ასრულებს შარდის ბუშტისა და სხვა მენჯის ორგანოების მხარდაჭერაში, ასევე შარდის შეკავების პროცესში. როდესაც ეს კუნთები სუსტდება, შესაძლოა განვითარდეს შარდის შეუკავებლობა ან სხვა მენჯის ფსკერთან დაკავშირებული პრობლემები.
BTL EMSELLA-ს პროცედურის დროს ელექტრომაგნიტური ენერგია იწვევს მენჯის ფსკერის კუნთების განმეორებით, ინტენსიურ შეკუმშვებს, რაც მიზნად ისახავს მათი ფუნქციისა და ძალის გაუმჯობესებას.
რატომ სუსტდება მენჯის ფსკერის კუნთები?
მენჯის ფსკერის კუნთების დასუსტებას სხვადასხვა ფაქტორი შეიძლება უწყობდეს ხელს, მათ შორის:
- ორსულობა და მშობიარობა;
- ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები;
- მენოპაუზა;
- მენჯის ფსკერის კუნთების ტონუსის დაქვეითება;
- გარკვეული ქირურგიული ჩარევები;
- ფიზიკური დატვირთვისა და ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები.
ქალებში განსაკუთრებით გავრცელებულია სტრესული შარდის შეუკავებლობა, რომლის დროსაც შარდის მცირე რაოდენობის გაჟონვა შეიძლება მოხდეს ხველის, ცემინების, სიცილის, სირბილის ან ვარჯიშის დროს.
როგორ მოქმედებს BTL EMSELLA?
პროცედურის დროს პაციენტი სრულად ჩაცმული ჯდება BTL EMSELLA-ს სპეციალურ სავარძელზე.
HIFEM® ტექნოლოგია მენჯის ფსკერის კუნთების ინტენსიურ შეკუმშვებს იწვევს. ეს პროცესი მიზნად ისახავს იმ კუნთების გააქტიურებასა და გაძლიერებას, რომელთა სრულფასოვანი დატვირთვაც მხოლოდ ნებაყოფლობითი შეკუმშვებით, მაგალითად კეგელის ვარჯიშებით, ყოველთვის მარტივი არ არის.
ერთი პროცედურა დაახლოებით 28 წუთს გრძელდება.
მკურნალობის დროს შესაძლებელია მსუბუქი ვიბრაციის, კუნთების შეკუმშვის ან ჩხვლეტის მსგავსი შეგრძნება. პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას, არაინვაზიურია და, როგორც წესი, რეაბილიტაციის პერიოდიც არ აქვს.
პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტს შეუძლია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს ყოველდღიურ საქმიანობას.
რამდენი პროცედურაა საჭირო?
ოპტიმალური შედეგისთვის ხშირად რეკომენდებულია 6 პროცედურის კურსი 3 კვირის განმავლობაში, თუმცა ინდივიდუალური საჭიროება შესაძლოა განსხვავდებოდეს.
ზოგიერთ ადამიანს ცვლილება უკვე პირველი რამდენიმე პროცედურის შემდეგ შეუძლია შეამჩნიოს, ხოლო შედეგის გაუმჯობესება მკურნალობის კურსის განმავლობაში ეტაპობრივად ხდება. პროცედურების რაოდენობა და ინტერვალი ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს სპეციალისტის შეფასების საფუძველზე.
BTL EMSELLA ქალებისთვის
ქალებში მენჯის ფსკერის კუნთების დასუსტება განსაკუთრებით ხშირად უკავშირდება მშობიარობასა და მენოპაუზას.
მშობიარობის შემდეგ მენჯის ფსკერის კუნთებმა შესაძლოა დაკარგოს სიმტკიცე და ტონუსი, რის შედეგადაც ზოგიერთ ქალს უჩნდება შარდის გაჟონვა ფიზიკური დატვირთვის, ხველის ან ცემინების დროს.
მენოპაუზის პერიოდში ჰორმონულმა და ასაკთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს მენჯის ფსკერის კუნთების ფუნქციაზე.
BTL EMSELLA-ს გამოყენების ერთ-ერთი მიზანია ამ კუნთების სტიმულაცია და გაძლიერება, რაც შესაძლოა დაეხმაროს ქალებს შარდის კონტროლის გაუმჯობესებაში.
მენჯის ფსკერის კუნთების ფუნქცია ასევე დაკავშირებულია ქალის ინტიმურ ჯანმრთელობასთან. მათი გაძლიერება დადებითად აისახება სექსუალურ კმაყოფილებაზე.
რა სიმპტომების დროს შეიძლება იყოს BTL EMSELLA საჭირო?
სპეციალისტთან კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გაწუხებთ:
- შარდის შეუკავებლობა (სხვადასხვა ტიპის) როგორც ქალებში, ისე მაცაკებში.
- შარდის გაჟონვა ხველის ან ცემინების დროს; შარდის გაჟონვა სიცილისას; შარდის უნებლიე გაჟონვა ვარჯიშის ან სირბილის დროს;
- შარდის კონტროლის გაძნელება მშობიარობის შემდეგ;
- მენჯის ფსკერის კუნთების სისუსტის შეგრძნება მშობიარობის შემდეგ ან ასაკობრივი ცვლილებების გამო;
- მენოპაუზასთან დაკავშირებული შარდის კონტროლის პრობლემები;
- მენჯის ფსკერის ფუნქციასთან დაკავშირებული ინტიმური პრობლემები;
- მამაკაცებში - ქრონიკული პროსტატიტი და სექსუალური დისფუნქცია.
BTL EMSELLA-ს მთავარი უპირატესობები
არაინვაზიურია — პროცედურის დროს არ ხდება კანის დაზიანება ან ქირურგიული ჩარევა.
ტანსაცმლის გახდა საჭირო არ არის — პაციენტი პროცედურას სრულად ჩაცმული იტარებს.
არ საჭიროებს აღდგენის პერიოდს — პროცედურის დასრულებისთანავე შესაძლებელია ყოველდღიურ საქმიანობაზე დაბრუნება.
კომფორტულია — პროცედურის დროს პაციენტი სავარძელში ზის და შეუძლია ისაუბროს, წაიკითხოს ან უბრალოდ დაისვენოს.
მოკლე პროცედურაა — ერთი სესია დაახლოებით 28 წუთს გრძელდება.
შეიძლება თუ არა BTL EMSELLA-მ ჩაანაცვლოს კეგელის ვარჯიშები?
კეგელის ვარჯიშები მენჯის ფსკერის კუნთების გაძლიერების ერთ-ერთი ცნობილი მეთოდია. თუმცა მათი სწორად შესრულება ყოველთვის მარტივი არ არის და ყველა ადამიანი ვერ ახერხებს საჭირო კუნთების ეფექტურად გააქტიურებას. BTL EMSELLA-ს შემთხვევაში მენჯის ფსკერის კუნთების სტიმულაცია ხდება აპარატის დახმარებით.
შესაბამისად, BTL EMSELLA შეიძლება განიხილებოდეს როგორც მენჯის ფსკერის კუნთების ფუნქციის გაუმჯობესების ერთ-ერთი არაინვაზიური მეთოდი. კონკრეტული პაციენტისთვის მისი მიზანშეწონილობა სპეციალისტმა უნდა შეაფასოს.
პაციენტების გამოცდილებები და კლინიკური შედეგები
კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ BTL EMSELLA-ს მკურნალობის შემდეგ პაციენტების უმრავლესობა დადებით ცვლილებებს აფიქსირებს. 95% კმაყოფილია მკურნალობის შედეგით.
პაციენტები აღნიშნავენ:
- შარდის შეუკავებლობის სიმპტომების გაუმჯობესებას
- ჰიგიენური საფენების გამოყენების საშუალო შემცირებას
- სექსუალური კმაყოფილებისა და სურვილის გაუმჯობესებას
შედეგები ეფუძნება სხვადასხვა კლინიკურ კვლევას და შესაძლოა ინდივიდუალურად განსხვავდებოდეს. BTL EMSELLA-ს გამოყენების მიზანშეწონილობა განისაზღვრება სპეციალისტის შეფასების საფუძველზე.
პროცედურის ჩატარებას შეძლებთ დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ვაკის ფილიალში, მისამართზე - ვაკე, თენგიზ აბულაძის ქ. N7; ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა: 032 2 913 119; 032 2 913 242